Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენ ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს

მარშალ პრესი 28/12/2024
lado bojadze

ბიძინა ივანიშვილისთვის თვისობრივად არაფერი იცვლება. თქვენ იცით რომ ფაქტობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო ფაქტობრივი სანქციების ქვეშ და ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე, რომ ამის მიზეზი იყო რუსეთ უკრაინის ომი და ბიძინა ივანიშვილი ისჯებოდა სწორედ მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე. მანვე აღნიშნა, რომ ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დაისაჯოს ხელისუფლება, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია.

“თქვენ გახსოვთ მისი შეხვედრა ამერიკის ყოფილ ელჩთან, სადაც ასევე იყო საუბარი, რომ ამერიკა ასე ვთქვათ დაეხმარებოდა ერთგვარად საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, სამაგიეროდ უნდა ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა პროცესებში, მათ შორის რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებისთვის, მეორე ფრონტის გახსნაზე და რა თქმა უნდა მაშინაც, ახლაც და მომავალშიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე და როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიცია ამაზე მუდმივად ირონიულად საუბრობდა, თითქოს ასეთი პრობლემა ბუნებაში არ არსებობდა, თუმცა ფაქტია, რომ მანამდე არსებობდა ფაქტობრივი სანქციები. ახლა უკვე სამართლებრივად გაფორმდა ეს ყველაფერი. დადასტურდა თუ რისთვის ისჯებოდა ან ისჯება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება. თან იცით თქვენ, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, რომ მოესწროთ ეს 29 დეკემბრისთვის, რომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჰქონოდა სალაპარაკო, ან სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა ეს საკითხი მისი ვადის გასვლის შემდგომი პოლიტიკური მოვლენების განვითარებისთვის. ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენ ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ვისჯებით ამის გამო, მაგრამ ალბათ ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დავისაჯოთ, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეგვხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია: ბაიდანის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს, იმდენად არაობიექტურად და ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული განცხადება, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა
Next: აშშ-ის საელჩო ირწმუნებოდა, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ არის, თუმცა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გაირკვა, რომ „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას იგი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.