Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბაიდენის ადმინისტრაციაზე: ზელენსკი მადლობას გადაუხდის, რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც

marshal press 28/12/2024
mamuka mdinaradze

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

„ზელენსკი მადლობას გადაუხდის, რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის – ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც“, – წერს მამუკა მდინარაძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.

Continue Reading

Previous: ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები ნამდვილად საამაყო უნდა იყოს, ვინაიდან ისტორია შეაფასებს ყოველივეს და ნათლად იტყვის, თუ რა მსხვერპლი გაიღო მან უბედურებისგან ქვეყნის გადასარჩენად
Next: ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: უფალმა გააძლიეროს ის ადამიანი, ვინც სამშობლოსთვის თავს გადადებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025