Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

marshal press 28/12/2024
premier

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო და სილვას შეხვდა.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო 2025 წელს საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს 52 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე, განიხილეს 2028 წელს საქართველოში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესაძლებლობები. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო ჩემპიონატის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ საქართველოს 2028 წლისთვის ექნება თანამედროვე ტიპის საწყლოსნო კომპლექსი, რომელშიც შესაძლებელი იქნება მსოფლიო და ევროპის დონის შეჯიბრებების ჩატარება, როგორც წყალბურთში, ასევე სხვადასხვა საწყლოსნო მიმართულებით.

ანტონიო და სილვამ მთავრობის მეთაურს შეხვედრისა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Continue Reading

Previous: ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინასთან ომში ტყვედ ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად თავს იკლავენ, მიზეზი მათი ოჯახების მიმართ რეპრესიების შიშია
Next: ნანა კაკაბაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები ნამდვილად საამაყო უნდა იყოს, ვინაიდან ისტორია შეაფასებს ყოველივეს და ნათლად იტყვის, თუ რა მსხვერპლი გაიღო მან უბედურებისგან ქვეყნის გადასარჩენად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025