IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძის მიერ მომზადებეულ სიუჟეტს ეხმაურება და წერს:

“თავზარდამცემი ინფორმაცია გაუვრცელებია შავტრაკა ნოდარას!
😎
თურმე, ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ღამ-ღამობით ბავშვებს დასდევენ საცემრად.
ისინი ძირითადად ბნელ ორღობეებს ირჩევენო.
ვინც “ფეისბუქში” ბერაზე ცუდ რამეს დაწერს, ჩუბინიძე და ღარიბაშვილი ჩაუსაფრდებიან, გაკოჭავენ, სარდაფში ჩაიყვანენ, ფეხებით დაჰკიდებენ და აწამებენ.
😆
სკანდალი და თავის მოჭრა!
ამას წინებზე მიხა სააკაშვილი დაგვპირდა, თქვენთვის ბევრი სიურპრიზი მაქვს, მოემზადეთო. როგორც ჩანს, ეს დასაწყისია. მიხას ფარული ჩანაწერების კოლექცია აქვს, “კომპრომატები” უჭირავს, მიდი-მოვდივარ. ამიტომაა, ე.წ. ოპოზიციონრებს თავის ჭკუაზე რომ დაარბენინებს.
😆
რაღა დაგიმალოთ და… თემურ ალასანია მაგარი დებილი ყოფილა, პირველივე ჯერზე ჩაფლავდა – ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ბავშვებს რომ აწამებენ, ამას რამდენიმე იდიოტის გარდა არავინ დაიჯერებს. მაგალითად, ვინ დაიჯერებს? ნანუკა ჟორჟოლიანი, ბადრი შუბლაძე, მეგი გოცირიძე, ჩაჯვი გვარამია, ეკა კვესიტაძე და მათნაირები.
😆
რის თქმა უნდათ კრემლის აგენტებს?
ეს უბედურები ცდილობენ, იერიში მიიტანონ კაცებზე. ჰგონიათ, სახელსა და ღირსებას შეულახავენ.
პირიქით კი ხდება, ლამის მთელი ქვეყანა ამათზე იცინის.
ზოგი იტყვის, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო.
არ არის სატირალი, ესენი გამოქვაბულში არიან, იქიდან გველაპარაკებიან. ტლაპოში გორაობენ, ვერ ამოვიდნენ ჭაობიდან, სადაც ცხრა წელიწადი ეყარნენ. ვერც ამოვლენ, იქ უნდა ჩარჩნენ.
😆
ვიცი, მეტყვით, თუ შავტრაკა ნოდარა ნერვებს გიშლის, გადართე, ნუ უყურებო.
გადავრთე კი არა, საერთოდ გამოვრთე და არც ვნერვიულობ, ფეხებზე მკიდია, უბრალოდ თვალი მოვკარი “თავზარდამცემ” ინფორმაციას და გადავწყვიტე, ჩემი ფიქრები თქვენთვის გამეზიარებინა.
ასე არ არის, ბატონო კუკური?
😆
ნოდარიიიიიიიიი!!!” – წერს ზედელაშვილი
კომენტარის დატოვება
IMG.GE