IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენი ტრაგედია ისაა რომ მხოლოდ ნიკა მელია ზის ციხეში, ყველა რომ იჯდეს ციხეში, რასაც იმსახურებენ, ეს ჩვეულებრივი სტატისტიკა იქნებოდა. „ორი გვამი“ ეს არ თქვა ვანო მერაბიშვილმა ეს თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამის გამო არიან გასასამართლებლები“,– განაცხადა ჟურნალისტმა გია იაკობაშვილმა “POSTV-ის” ეთერში.

 

მან აღნიშნა, რომ მელიას დაჭერით ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული სახელმწიფო გადაარჩინა.

 

„რაც დაიწყო ღარიბაშვილმა მელიას დაპატიმრებით, ჩვენ ვკარგავდით ქვეყანას თუ მელიას არ დაიჭერდნენ. ვიღაც გარეწარი ბიჭი, ცოტა გოიმიც, რომელიც წააქეზეს კიევიდან და გადაწყვიტა რომ ბელადი გახდეს და რაღაც „როჟები“ დაკეროს, აი ამ ბიჭმა კინაღამ ქართული სახელმწიფო ამოაყირავა“,- აღნიშნა იაკობაშვილმა.

 

მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პროექტია.

 

„გაუნათლებლები, გოიმები, ბრიყვები, მაგრამ მხარდაჭერლები,  თუ ვის მიერ ამას მე ჯერ კიდევ 2004 წელს ვასაბუთებდი, რომ „ნაცმოძრაობა“ არის რუსული კრემლის პროექტი: ბურჯანაძე, მამუკა გამყრელიძე , გრიგოლ ვაშაძე, ოქრუაშვილი – ბევრი მარტივი გასაშიფრი თემაა ამ ქვეყანაში.

 

აი, ხალხს რომ უთხრა რომ „ნაცები“ ერთი დღე მოგვიცია და რაც გინდა ის უყავით, არცერთი მათგანი ცოცხალი არ დარჩება. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს მათი ადგილი ციხეშია, მელიას გვერდით“,- განაცხადა იაკობაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE