IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

“მოკლედ და გასაგებად – დღევანდელი მელაძის მიერ გახმოვანებულ და ცხადია, უსაქმური სააკაშვილის მიერ მოფიქრებული ე.წ. გადაცემის რეალური მიზნების შესახებ:
1. ეუთო/ოდირის საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების გადაფარვა, რომელშიც წინასწარი დასკვნის მსგავსად, აღნიშნულია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.
2. აშშ-ის საელჩოს საქართველოში განცხადების გადაფარვას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას.
3. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის , ძველი ოპოზიციისათვის დამანგრეველი შედეგების გადაფარვას.
დასკვნის სახით – ცხადია სააკაშვილ-მელაძის „გადაცემების“ ძველი ოპოზიციის ყველაზე ფანატიკურად განწყობილ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, მაგრამ ფაქტია მსგავსი კომპილირებული შეტევებისაგან არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ არის დაზღვეული. საინტერესო მხოლოდ ერთია, რა მისამართებზე ხდება მსგავსი „სიუჟეტების“ მონტაჟი, სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წლის დამარცხების შემდეგაც?” – წერს მეტრეველი
კომენტარის დატოვება
IMG.GE