Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა – ედიშერ გვენეტაძე

marshal press 27/12/2024
edisher gvenetadze

არახალია მით უმეტეს საქართველოში კაცს სამშობლოს, ადამიანების სიყვარულისთვის, რომ დევნიდნენ. ეს დევნა კი იწვევს, ამ ცალკეული ადამიანების და საერთოდ მთელი ერის უფრო მეტად თავგანწირვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აშშ-ის მიერ დასანწცირებასთან დაკავშირებით.

გვენეტაძის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მაინც ვერ გაბედა, რომ ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა, ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ სამშობლოს თავისუფლებისა და ჭესმარიტი დამოუკიდებლობისადმი სიყვარულს ვერანაირი სანქცია ვერ შეაჩერებს.

“არახალია მით უმეტეს საქართველოში კაცს სამშობლოს, ადამიანების სიყვარულისთვის, რომ დევნიდნენ. ეს დევნა კი იწვევს, ამ ცალკეული ადამიანების და საერთოდ მთელი ერის უფრო მეტად თავგანწირვას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
დამსანქცირებლებმა, რომ იცოდნენ თუ როგორი წინაპრები ჰყავდა ბიძინა ივანიშვილს – მაგალითად დემეტრე II, 100 ათასი ერთ დღეს წამებული, ბერი თევდორე, ქეთევან დედოფალი, პაატა სააკაძე, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ილია, ზვიადი… რომლებიც პიროვნულად, შეგნებულად, წავიდნენ იმაზე რაზეც წავიდნენ, რასაც ჰქვია თავგანწირვა საქართველოსათვის.
ეს რომ გაცნობიერებული ჰქონდეს დღევანდელი სანქციის ავტორებს არ ჩაიდენდნენ იმ სამარცხვინო საქციელს რომელიც ჩაიდინეს. თუმცა ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და სამშობლოზე გადაგებული მამულიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა.

ამიტომაც ყველამ მკაფიოდ იცოდეს: ვერავითარი დასანქცირება ვერ შეაჩერებს იმ ერთადერთ რამეს, რომელსაც “მალვა უნდა ვითა ცხენსა ნაპარავსა” და რომლის სახელია სამშობლოს თავისუფლებისა და ჭესმარიტი დამოუკიდებლობისადმი სიყვარული.” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს
Next: გურამ მაჭარაშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: რაზეც დგას ჩვენი იდენტობა და საქართველოს ისტორია, ამას ესვრიან კვერცხებს, აგინებენ და მერე ეს ხალხი აქციებზე ამბობს, რომ არის მშვიდობიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.