Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი-ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო “საკონტროლო” გასროლა განახორციელა ცალკე დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს და ცალკე ტრამპის წინააღმდეგ

marshal press 27/12/2024
levan nikoleishvili

“ყალბი ზეიმი აქვთ უსამშობლოებს, ბაიდენის საგარეო პოლიტიკაში მრავალჯერ ხელმოცარულმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ, თუმცა უკანასკნელი მაშველი რგოლი გადმოუგდო რადიკალურ ოპოზიციას და სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს”-წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც თვეზე ნაკლები დარჩა, მაქსიმალურად ცდილობს, დასაჯოს ადამიანი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის სასაკლაო ომში არ ჩართო თავისი ქვეყანა.

“ყალბი ზეიმი აქვთ უსამშობლოებს, ბაიდენის საგარეო პოლიტიკაში მრავალჯერ ხელმოცარულმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ, თუმცა უკანასკნელი მაშველი რგოლი გადმოუგდო რადიკალურ ოპოზიციას და სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს. მარტივად რომ ავხსნათ, აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც თვეზე ნაკლები დარჩა, უფრო ზუსტად სადღაც 23 დღე მაქსიმალურად ცდილობს, დასაჯოს ადამიანი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის სასაკლაო ომში არ ჩართო თავისი ქვეყანა და ფაქტობრივად სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მშვიდობის სადარაჯოზე დადგა. მანამდე იყო მრავალჯერადი შანტაჟი და მუქარა, ჯერ შვეიცარიული ბანკის მეშვეობით გაუყინეს ანგარიშები, ევროკავშირში მიღება არ მიღების მანიპულაციები ისტერიული ხასიათი მიიღო, ნურც მცდელობები ლეგიტიმური არჩევნების შედეგების გაუქმებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების მოთხოვნებს დავივიწყებთ. ახლა კი სანქციების დაწესება, რომელიც მართლაც ბოლო კუდის მოქნევა გახლავთ, საინტერესოა რომ მაგნიტსკის სიაში შეყვანა, მიზეზთა გამო ვერ გაბედეს, რაც იმის დადასტურება, რომ ეს ამ ადმინისტრაციის ბოლო კუდის მოქნევაა. რას მისცემს ბაიდენ-ბლინკენის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ქართველ რადიკალებს, რეალურად ენის ჭარტალის გახანგრძლივების გარდა- არაფერს, შეძლებენ ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას- ცხადია ვერა, ვერც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა გახანგრძლივდება, რევოლუციაზე და რაიმე სახის გადატრიალებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ანუ რა გამოდის ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო “საკონტროლო” გასროლა განახორციელა ცალკე დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს და ცალკე ტრამპის წინააღმდეგ, ოღონდ ეს არის, რომ გასროლა ფუჭი ვაზნებით მოხდა, დანარჩენი კი მარტივად გამოსაცნობია ფუჭი ვაზნები ვის უფრო აზიანებს სამიზნესა თუ მსროლელს”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ნინო ფოჩხუა: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იყო ბოღმისგან დაბრმავებული, რომ ზეიმობდე იმ კაცის დასანქცირებას, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ერთადერთმა, უპრეცედენტო ქველმოქმედება გაიღო საკუთარი სამშობლოსთვის
Next: დავით ჩიხელიძე: აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.