Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის

marshal press 27/12/2024
irakli kobaxidze

ჩვენთვის ერთადერთი, რაც არის საინტერესო, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასე ვმოქმედებდით 3 წლის განმავლობაში და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ საქართველო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში 2-ჯერ შეცვალეს გარედან ხელისუფლება.

„იმ ძალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ აუღიათ პასუხისმგებლობა უკრაინის ბედზე და პირიქით, ამ წლების განმავლობაში, ბოლო 3 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, 10 წლის განმავლობაში, 2013 წლიდან მოყოლებული, უკრაინა განადგურებისთვის გაწირეს. ეს არის რეალური მოცემულობა. საქართველომ თავი გადაირჩინა. დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც გამოცხადებული იქნა, არის ბიძინა ივანიშვილის ჯილდო და საქართველოს ჯილდო ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები
Next: ნინო ფოჩხუა: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იყო ბოღმისგან დაბრმავებული, რომ ზეიმობდე იმ კაცის დასანქცირებას, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ერთადერთმა, უპრეცედენტო ქველმოქმედება გაიღო საკუთარი სამშობლოსთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.