Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: კიდევ კარგი, რომ უმცირესობაში არიან ისინი, ვინც ზეიმობს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, სხვა შემთხვევაში აუცილებლად ვიტყოდი – „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ”

marshal press 27/12/2024
tamar chiburdanidze

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და გადაწყვეტილებას საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად გამიზნულ „ბოლო გასროლად“ აფასებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას დიდი ხანია ველოდით. ეს ბოლო გასროლად შემოინახეს, იქნებ ბოლო აკორდი მაინც გახდეს ნაპერწკალი რევოლუციისთვისო. მაგრამ, ესეც ისევე უშედეგო იქნება, როგორიც სხვა დანარჩენი.

ეს ფაქტი შეიძლება ითქვას, „ნუგეშია” მათთვის, ვისაც ხშირად სტკენია გული, რატომ ვერ ხედავენ ჩემს სიკეთესო?

ჩვენ ვინ ვართ ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, რომელმაც საკუთარი ქონების ნახევარი საკუთარ ხალხს აჩუქა და რაც მთავარია, ამ ურთულეს სიტუაციაში, საქართველო ომს გადაარჩინა. მაგრამ, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, როგორ ზეიმობენ ისინი, ვისი ოჯახის წევრები, ვისი ეკლესია-მონასტრები, ვისი სახელმწიფოც გადაარჩინა.

კიდევ კარგი რომ უმცირესობაში არიან ის უმსგავსოები, ვინც ზეიმობს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, სხვა შემთხვევაში აუცილებლად ვიტყოდი -“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ”.

ქართველი ხალხის უმრავლესობა შესაბამისად აფასებს ამ ღვთისნიერი ადამიანის ღვაწლს და 12 წლის შემდეგაც გვერდში უდგას გარდამტეხ ბრძოლაში.

უფალი ფარავდეს ამ კაცს ცხოვრების დიდ გზაზე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ! რაც უნდა გააკეთონ, მაინც ვერაფერს გახდებიან! უსამართლობა განწირულია მარცხისთვის”! – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში
Next: ვატო შაქარიშვილი: ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025