IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„აღმოსავლეთისკენ გახსნის პოლიტიკა, ჩვენთვის უნგრელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ახალი ძალები წარმოიქმნენ. ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, ამ მსოფლიოში პოზიციების დაკავება თუ გვერდზე ბევრ ქვეყანას დაიყენებს. ჩვენ გვსურს რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და პრობლემების გარეშე“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ამ სფეროში, ბატონი დავით ზალკალიანის შტაბში, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ასევე 15 ევროპის წარმომადგენელიც. რაც შეეხება ნატოს, ეს პრიორიტეტული საკითხია საქართველოში და ჩვენ გვინდა საქართველოსთვის გავხსნათ სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში განვახორციელოთ დიდი მოლაპარაკებები ამ სფეროში. რაც შეეხება თვითონ საქართველოს არის ძალიან ღრმა ცივილიზაციისა და კულტურის მქონე ქვეყანა. მიხარია რომ ჩვენი ქვეყნები ორივე არის ქრისტიანული, უნგრეთი მხოლოდ ათასი წელია, საქართველო უფრო იდი კულტურის წარმომადგენელია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროპული ორგანიზაციების წევრი და საკუთარი კულტურა წარმოაჩინოს იქ. საქართველოსა და უნგრეთს შორის ღია საკითხი არ არსებობს. ჩვენ გვინდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, ამიტომ უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონ ევროიანი ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვაღწევთ დიდი წარმატებებს საქართველოს საჰაერო მოძრაობასა და უნგრეთს შორის. ამას გარდა განათლების სფერო, ძალიან ბევრი ქართველო სწავლობს უნგრეთში და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის უნივერსიტეტს შორის გამოიხატება, ატომურ სფეროში ერთობლივი მუშაობის პერსპექტივა. ეს აღრმავებს ჩვენ თანამოქმედებას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

პანდემიის შემდეგ ის პირველი მაღალი რანგის სტუმარია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება