Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის

marshal press 27/12/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადსა და კარზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! “ – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს არის ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის რიტუალის გაგრძელება და ერთგვარი გაფრთხილება სხვა ტაძრების მისამართით. მისი განმარტებით, ეს ფაქტი აღარ არის უწყინარი პერფორმანსი.

„ალბათ „ხარებას“ სპეცრაზმელები იყვნენ არა? ომია! ომი! ფასეულობებსა და ცივილიზაციებს შორის! „დავიღალე“ და „გვეშველება რამე“ მე მაინც არ გამაგონოთ. ვისაც დანებება გსურთ – დანებდით. ვისაც ცხონება და გამარჯვება, იტვირთეთ ქრისტეს ჯვარი. ჯვრიდან – არ ჩამოდიან! ჯვრიდან – გარდამოიხსნებიან! ეს არის თბილისის უძველესი ტაძარი. ეს არის ჩვენი საუკუნეებით მრავალტანჯული დედაქალაქის სიმბოლო! საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! ეს არის სატანისტური რიტუალის გაგრძელება. სასახლეზე გამოსახული ქრისტე მაცხოვრის რიტუალური დაწვის გაგრძელება. შერჩეულ იქნა უძველესი ტაძარი დანარჩენი ეკლესიებისთვის გზავნილის სახით – „მალე თქვენც მოგადგებით“. ეს აღარ არის ხუმრობა, თუ „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა!!! მათ ენაზე რომ ვთქვათ – „ჩელენჯი“. სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის!“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ზურაბ ქადაგიძე სამი ბარიერგადალახული პარტიის მიერ დაფინანსების აღებაზე: ზაზუნების რბოლა იწყება და ნეტა ვინ იქნება პირველი, საპატიო “პუფი”
Next: ცოტნე ანანიძე: რუბლების მიმღებ პარტიასა და დანარჩენ სამ პარტიას შორის განხეთქილება, მათ მთავარ მიზანს, ფულს უკავშირდება. არანაირი იდეური ერთობა – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარი ფული და ძალაუფლებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025