Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის “უწყინარი” პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის

marshal press 27/12/2024
david kartvelishvili

 

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადსა და კარზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

“საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! “- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს არის ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის რიტუალის გაგრძელება და ერთგვარი გაფრთხილება სხვა ტაძრების მისამართით. მისი განმარტებით, ეს ფაქტი აღარ არის უწყინარი პერფორმანსი.

 

 

 

 

 

“ალბათ “ხარებას” სპეცრაზმელები იყვნენ არა? ომია! ომი! ფასეულობებსა და ცივილიზაციებს შორის! “დავიღალე” და “გვეშველება რამე” მე მაინც არ გამაგონოთ. ვისაც დანებება გსურთ – დანებდით. ვისაც ცხონება და გამარჯვება, იტვირთეთ ქრისტეს ჯვარი. ჯვრიდან – არ ჩამოდიან! ჯვრიდან – გარდამოიხსნებიან! ეს არის თბილისის უძველესი ტაძარი. ეს არის ჩვენი საუკუნეებით მრავალტანჯული დედაქალაქის სიმბოლო! საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! ეს არის სატანისტური რიტუალის გაგრძელება. სასახლეზე გამოსახული ქრისტე მაცხოვრის რიტუალური დაწვის გაგრძელება. შერჩეულ იქნა უძველესი ტაძარი დანარჩენი ეკლესიებისთვის გზავნილის სახით – “მალე თქვენც მოგადგებით”. ეს აღარ არის ხუმრობა, თუ “უწყინარი” პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა!!! მათ ენაზე რომ ვთქვათ – “ჩელენჯი”. სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის!”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი სამი ოპოზიციური პარტიის მიერ დაფინანსების აღებაზე: მოვითხოვ “ქართული ოცნებისგან”- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან
Next: იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.