ქუთაისში ბოლო 26 დღეა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 85 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ცნობით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.
კომენტარის დატოვება
პარლამენტის ნდობის ჯგუფში სუს-ის უფროსმა საიდუმლო საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა