Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

marshal press 26/12/2024
received_1284385219475945

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ.

 

ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

 

საღამოს საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლებისა და დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლების კონცერტი.

 

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

 

სამთავრობო ღონისძიებები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართა.

Continue Reading

Previous: გია ნიკოლაძე: ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას- ვინც, სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, საზოგადოების დაყოფას, ქართველი არ არის
Next: საეჭვოა, ამათ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების სურვილი ამოძრავებდეთ. სხვა შემთხვევაში, მათი გასაღების მთავარი ბაზარი დღესაც ევროპაში იქნებოდა და არა რუსეთში – გიორგი ცუცქირიძე რუსულ ბაზარზე ოპერირებად ქართულ კომპანიებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025