Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ქართულ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებენ: რატომ ეწევიან საქართველოსათვის საზიანო პროპაგანდისტულ საქმიანობას ფაქტობრივად ქვეყნისათვის გამოუცხადებელი საომარ მდგომარეობაში ყოფნის დროს?

მარშალ პრესი 26/12/2024
edisher gvenetadze

ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მაკრიტიკებელი ზოგიერთი ქართული კომპანიების ყივილი იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა გაოცებას იწვევს, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე იმ ქართული კომპანიების შესახებ, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკის პარალელურად, რუსეთის ბაზარზე ექსპორტ-იმპორტს ეწევიან.

ექსპერტის თქმით, საკითხავია, რუსეთის ბაზარზე მილიონობით მოგების მქონე კომპანიები რატომ ეწევიან საქართველოსათვის საზიანო პროპაგანდისტულ საქმიანობას იმ დროს, რიცა ქვეყანა გამოუცხადებელ საომარ მდგომარეობაში იმყოფება.

“ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მაკრიტიკებელი ზოგიერთი ქართული კომპანიების ყივილი იმის გამო, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველომ რუსეთის ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის გახსნილი დატოვა გაოცებას იწვევს და ცნობილ ქართულ ანდაზას გვაგონებს, რომლის მიხედვითაც: “ქათამმა თქვა მართალია მე ოჯახის გასაგონად ხშირად ვკაკანებ, მაგრამ კვერცხებს სხვის ბუდეში ვდებო”. დახედეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კომპანიათა სიას და თავად დარწმუნდებით, რომ ეს კომპანიები უამრავი რაოდენობით აღებ-მიცემობას ეწევიან რუსეთის ბაზრებზე, საიდანაც მილიონობით შემოსავალს და მოგებას იღებენ. ღმერთმა შეგარგოთ და მშვიდობაში მოახმაროთ, მაგრამ თუ რატომ ეწევიან იმავდროულად საქართველოსათვის საზიანო პროპაგანდისტულ საქმიანობას ფაქტობრივად ქვეყნისათვის გამოუცხადებელი საომარ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ესაა საკითხავი? თუმცა დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ არც ისე მარტივადაა საქმე. საფიქრებელია ისინი ვალდებულნი არიან იმ უსაშინლესი ძალის წინაშე, რომელსაც გლობალური ომის პარტია და მათი მესვეურები ჰქვია და საკუთარი ქვეყნის მიმართ ამ მავნებლური ქმედებებით უხდიან გარედან დაწესებულ ხარკს. თუმც უპრიანი იქნება გავიხსენოთ რას ამბობდა ამ კატეგორიის ადამიანთა შესახებ დიდი რუსთაველი- “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი”…” – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: გიორგი ჩაკვეტაძე ორბელიანზე მომხდარ ინციდენტზე: “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან. მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი
Next: ნინო ფოჩხუა: რუსულს ეძახდე მთავრობას და რუსეთთან ყიდვა-გაყიდვა გქონდეს გაჩაღებული, ასე არ გამოვა. ან რა სინდისით უნდა იღებდე ხმას, როცა შენი ბიზნესი ბოლომდე ჩამოკიდებულია რუსულ ბაზარზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.