IMG.GE IMG.GE

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ, „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“, გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 60 პროცენტი და წინასწარი შედეგების თანახმად, „ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა“ ქვეყნის 151-ადგილიან პარლამენტში 68 მანდატი მოიპოვა.

მეორე ადგილზე გავიდა მმართველი პარტიის მთავარი ოპონენტი, ოპოზიციური პარტია „სოციალ დემოკრატები“, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში 43 ადგილი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩვნები ხორვატიაში გუშინ ჩატარდა. არჩევნები კორონავირუსის პანდემიის ფონზე გაიმართა. ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსის 3 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 113 ადამიანი გარდაცვლილია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება