Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა, ბიზნესი დააწიოკა, ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა – როგორი პარადოქსია

marshal press 26/12/2024
shatirishvili

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, – განაცხადა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა.

ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვრის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა.

„ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვრის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა… როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

Continue Reading

Previous: თამთა მეგრელიშვილი: 20 იანვარი გლობალური პოლიტიკური ცვლილებების დასაწყისი იქნება
Next: შალვა პაპუაშვილი: გიორგი ისაკაძე, ბიზნესის რეკეტში ჩართული ადამიანი, დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებ-გვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახის – რა არის ეს, თუ არა ცინიზმი – ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025