Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

marshal press 26/12/2024
iusticia

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა.

იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს წლების განმავლობაში ურთიერთშორის სხვადასხვა რანგში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზაობა გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე.

შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, განსაკუთრებით, სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ქცევის კორექციას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მათი შემდგომი ინტეგრაციისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ ბექა ძამაშვილი, ნიკო თათულაშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილეები ‒ თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინა ჩიხლაძე.

Post navigation

Previous: კარლ ბილდტი: ევროკავშირმა და სხვებმა 29 დეკემბრის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად
Next: კონსტანტინე გამსახურდია გეგა მგალობლიშვილის განცხადებაზე-ბუნკერში ისხდნენ ჰიტლერი და სადამი, ეს სიტყვა შემოაგდო 91 წლის პუტჩისტურმა პროპ-ნაგავმა და ამას რომ გაიმეორებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.