Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ახალი არჩევნების დანიშვნაზე: ნიკა გვარამია მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის – იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში

marshal press 26/12/2024
shalva papuashvili

ნიკა გვარამია მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის. რამდენჯერ არის, რომ გამოდის, იტყვის დიდ სისულელეს და ვხედავთ, რომ ამ სისულელეს მგონი, საბოლოო ჯამში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას, რომ მოქმედ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.

„მე მგონი, ნიკა გვარამია მერამდენეჯერ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის. რამდენჯერ არის, რომ გამოდის, იტყვის დიდ სისულელეს და ვხედავთ, რომ ამ სისულელეს მგონი, საბოლოო ჯამში, თავად სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს. ასე, რომ რა გითხრათ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი ტყუილად დროს დავკარგავთ, მაგრამ ფაქტი მარტივია და სახეზეა.

29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ეს ზიანი იყოს აღმოფხვრილი და ამ ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში. ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ – ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან
Next: შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის – ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.