ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის გამო საგარეო ვალის გაზრდაზე – წელსვე ჩვენ შევამცირებთ 60%-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით, ჩამოვალთ დაახლოებით 55%-ზე

113
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

წელს შევამცირებთ 60%-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით, ჩამოვალთ დაახლოებით 55%-ზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პანდემიის გამო საგარეო ვალის გაზრდას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ამოცანა უნდა იყოს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დავუბრუნდეთ პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც არის დაახლოებით 40%.

„წელსვე ჩვენ შევამცირებთ 60%-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით, ჩამოვალთ დაახლოებით 55%-ზე. ამას გარდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, დავუბრუნდეთ პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებელს, რომელიც არის დაახლოებით 40%. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება