IMG.GE IMG.GE

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შუა ხნის კაცი შეიყვანეს.დაჭრილი გვიან ღამით, თვითდინებით შევიდა საავადმყოფოში. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ჭრილობა ბარძაყის არეში ჰქონდა. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი კატასტროფის სამსახურმა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაჭრეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება