კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი

IMG.GE

არავინ საუბრობს იმაზე თუ როგორ ეპყრობა ვაშინგტონი კუბას, მაგრამ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, თუ როგორ ეპყრობიან საქართველოს ან უკრაინას. ჩვენ არ გვაქვს ცოდნა და ეს აძლევს დონალდ ტრამპს მცირე საშუალებას, რომ იმოქმედოს ჩვეული ჩარჩოებიდან სულ ცოტათი განსხვავებულად. ეს ჩვეული ჩარჩო კი გულისხმობს ნეოკონსერვატიულ, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ ჩარჩოს. ტრამპი დიდი სიამოვნებით დაადგებოდა ამ განსხვავებულ გზას, მას ინსტინქტურად ესმის ცვლილების აუცილებლობა, მაგრამ მას შეიძლება გაუჭირდეს, სწორედ ჩემს მიერ ნახსენები გაუნათლებლობის და იმ პოლიტიკური სივრცის ნაკლებობის მიზეზით, – განაცხადა პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში. უკრაინის კონტექსტში საუბრისას, კასრაძემ მას ჰკითხა, რამდენად შეუძლია ტრამპს იყოს მოქნილი ამ ფრონტზე? აქვე, კასრაძემ აღნიშნა, რომ ტრამპი გარშემორტყმულია ნეოკონსერვატიული საზოგადოებით.

„დონალდ ტრამპი ინსტინქტურად, ინდივიდუალურ დონეზე, არ გახლავთ ომს მოწყურებული, ის არ არის ის ვისაც სურს ლიბერალური ჰეგემონიის ზურგის ქარი. ტრამპი გახლავთ ტრანზაქციული, პრაგმატული, მაგრამ ამავე დროს, ვხედავთ, რომ ის გარშემორტყმულია ნეოკონსერვატიული ისტებლიშმენტით. თქვენც ახსენეთ მარკო რუბიო. რამდენად შეუძლია ტრამპს იყოს მოქნილი ამ ფრონტზე? ვგულისხმობ უკრაინას. რაც შეეხება ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთს, მიმაჩნია, რომ ის გააგრძელებს ამ რეგიონებში ძველი საგარეო პოლიტიკის გატარებას“, – მიმართა კასრაძემ უილკერსონს, რაზედაც პოლკოვნიკმა ასე უპასუხა:

„მართალს ბრძანებთ. თქვენი ნებართვით, გეტყვით შემდეგს: მგონია, რომ ის პოლიტიკური სივრცე, რომელიც ტრამპს ექნება მის მხარდამჭერებთან, დაახლოებით მოსახლეობის 60 პროცენტს ვგულისხმობ, ხელს შეუშლის და არ მისცემს ტრამპს იმის გაკეთების საშუალებას, რის შესახებაც თქვენ საუბრობდით ახლახან. ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ ამერიკელმა ხალხმა მდინარე რაინის, გნებავთ, ნიუ-იორკის აღმოსავლეთით მდებარე სამყაროზე არაფერი იციან. მათ არ იციან ისტორია, არ ვიტყოდი ათასწლოვანი, მაგრამ ასწლოვანი უკრაინულ-რუსული ან რუსულ – ქართული ურთიერთობების შესახებ არაფერი არ იციან. ჩემმა ერთმა ნაცნობმა ინდონეზიელმა ჩინეთი როგორც მისი ქვეყნის ზურგზე შემომჯდარი მონსტრი ისე დაახასიათა, იმ პერიოდში ინდონეზიას ჩინეთთან პრობლემები ჰქონდა, თორემ როგორც წესი იქ ასე არ საუბრობენ და არც უნდა ისაუბრო ასე, ვინაიდან ეს მეზობელ სახელმწიფოს ეხება. ზოგადად შეუძლებელია გეოგრაფიისგან თავის დაღწევა. კუბელმა რიკარდო ალარკონმა, პარლამენტის თავმჯდომარეობისას, ერთხელ მითხრა, რომ კუბას პრობლემა გახლდათ ის, რომ ქვეყანა ასე შორს იყო ღმერთისგან და ასე ახლოს ამერიკასთან. არავინ საუბრობს იმაზე თუ როგორ ეპყრობა ვაშინგტონი კუბას, მაგრამ ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ თუ როგორ ეპყრობიან საქართველოს ან უკრაინას. ჩვენ არ გვაქვს ცოდნა და ეს აძლევს დონალდ ტრამპს მცირე საშუალებას, რომ იმოქმედოს ჩვეული ჩარჩოებიდან სულ ცოტათი განსხვავებულად. ეს ჩვეული ჩარჩო კი გულისხმობს ნეოკონსერვატიულ, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ ჩარჩოს. ტრამპი დიდი სიამოვნებით დაადგებოდა ამ განსხვავებულ გზას, მას ინსტინქტურად ესმის ცვლილების აუცილებლობა, მაგრამ მას შეიძლება გაუჭირდეს, სწორედ ჩემს მიერ ნახსენები გაუნათლებლობის და იმ პოლიტიკური სივრცის ნაკლებობის მიზეზით. ამერიკელები დასკვნებს აკეთებენ იმის მიხედვით – იღუპება თუ არა ამერიკელი ამა თუ იმ კონფლიქტში, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს აღებული, ეხება თუ არა საქმე ფულს. ამერიკელ ამომრჩეველს აი ეს აინტერესებს და არა გადამწყვეტი დეტალები, და მიმაჩნია რომ სწორედ ეს გადამწყვეტი დეტალები გვიფუჭებენ საქმეს. ეს იმპერიებს ემართებათ და ნაცნობი მოვლენაა.

კოალიცია რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS პლუს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტს – ეს კოალიცია ჩვენ დაგვამარცხებს. ეს მხოლოდ დროის ამბავია, ეს დამოკიდებულია მოვლენებზე და მათი განვითარებაზე, დამოკიდებულია გამოწვევებზე და ამ გამოწვევებზე ჩვენს არასწორ პასუხებზე. ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ. ეს ჩემთვის ნამდვილი გამოცანაა, თუ როგორ არ გვესმის თუ საკუთარ თავს რამდენს ვუშავებთ“, – აცხადებს უილკერსონი.

ცნობისთვის, პოლკოვნიკი უილკერსონი იყო სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსი 2002 წლიდან 2005 წლის ჩათვლით, ასევე მსახურობდა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში ასოცირებული დირექტორის პოზიციაზე. მის საქმიანობას ზედამხედველობდა ელჩი რიჩარდ ჰაასი. ამ უწყებაში საქმიანობისას, პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი პასუხისმგებელი გახლდათ პოლიტიკურ, საკანონმდებლო და სამხედრო მიმართულებზე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში. სახელმწიფო დეპარტამენტში საქმიანობამდე, ლოურენს უილკერსონი 31 წლის განმავლობაში მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში. ამ პერიოდში ის გახლდათ „ამერიკის სამხედრო ფლოტის კოლეჯის“ ფაკულტეტის წევრიც. ამ დროს, პოლკოვნიკი უილკერსონი მსახურობდა გენერალი კოლინ პაუელის საგანგებო თანაშემწედ, როდესაც გენერალი პაუელი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო. პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი მსახურობდა დირექტორისა და დირექტორის მოადგილის პოზიციებზე ვირჯინიაში, კუანტეკოში მდებარე საზღვაო ქვეითთა სამხედრო კოლეჯშიც. 1997 წელს, თადარიგში გასვლის შემდეგ, ის იწყებს გენერალ კოლინ პაუელის მრჩევლად საქმიანობას, ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ის კითხულობდა ლექციებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. ამჟამად ბატონი ლოურენს უილკინსონი, ჯორჯ ბუში უმცროსის პირველი ადმინისტრაციის შესახებ წიგნს წერს.

IMG.GE
გაზიარება