Skip to content
07/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აბსოლუტურად მშვიდობიანი ორი ადამიანი მოკლეს, წაიღეს გვამები, შემოაწყვეს სახურავზე, ჩაატარეს აღლუმი და შემდეგ გამოაჩინეს და დააბრალეს, რომ აძვრნენ ჯიხურის სახურავზე და დენმა დაარტყათ. ამის ავტორების გვერდით დგახართ – მამუკა მდინარაძე

marshal press 26/12/2024
mamuka mdinaradze

ნიკოლოზ კვინტრაძე და სულიკო ასათიანი არიან ადამიანები, რომლებიც არ განძრეულან, არ დაფიქსირებულა რაიმე წინააღმდეგობა. რა პიროტექნიკა, რა ქვის სროლა და რა დედის გინება. აბსოლუტურად მშვიდობიანი ადამიანები მოკლეს და ჯიხურის სახურავზე შემოდეს. ახლა ამის ავტორები ან მინიმუმ ის ადამიანები, რომლებიც ამის ავტორებთან ერთად დგანან, ჩვენ გვიფრიალებენ თვალჩალურჯებული ადამიანის ფოტოებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, სწორედ ამ ტრაგედიების ავტორების გვერდით დგანან ის ადამიანები, ვისაც დააჯერეს, რომ „ჩელიაბინსკში გაიღვიძეს“.

„მიხვდით სად არის ამ მოდელირებული რეალობის პარადოქსი?! თუკი ვინმე მისმენს ახლა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მანდ რომ დგახართ ახლა, როგორც მინიმუმ ყველაზე გულწრფელი ადამიანები, ის რომ გგონიათ, რომ ჩელიაბინსკში გაგაღვიძათ „ქართულმა ოცნებამ“, მიდიხართ და დგახართ იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე და იმ ხალხის გვერდით და მათსავით ლაპარაკობთ, ვინც ჯერ მოკლა ეს ორი ადამიანი, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ქვებს კი არ ისროდნენ და კი არ ასახიჩრებდნენ პოლიციელებს, არ განძრეულან, უბრალოდ მივიდნენ, აპროტესტებდნენ, ამისთვის მოკლეს, მერე წაიღეს გვამები, შემოაწყვეს სახურავზე, რომ დღე არ გაეფუჭებინათ, მერე ჩაატარეს აღლუმი და შემდეგ გამოაჩინეს და დააბრალეს, რომ აძვრნენ ესენი ჯიხურის სახურავზე და იქ დაარტყათ დენმა. ამის ავტორების გვერდით დგახართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, არიან ადამიანები ამ აქციებზე, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ იმუშავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ინტერესი, რომ მოიძიონ ინფორმაცია იმ პროპაგანდის საპირისპიროდ, რითაც რადიკალები კვებავენ.

Post navigation

Previous: შობას ვულოცავ რადიკალ მემარცხენე გიჟებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ შეაფერხონ ჩვენი სასამართლო სისტემა და ჩვენი არჩევნები – ტრამპი
Next: მამუკა მდინარაძე: გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან და ამ დროს, რუსეთში ვაჭრობენ, ხვალვე მოგაწვდით ინფორმაციას იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე, რომლებიც რუსეთში გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.