IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკა ორმხრივი პნევმონიით ჰოსპიტალიზებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პირველ ლედის გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ის სახლში, იზოლაციაში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკას მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება