IMG.GE IMG.GE

„დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება სურთ, სიგიჟეა!“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და მათთვის დაფინანსების შემცირება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში, რომლებსაც მართავენ, დანაშაულის ცუდი მაჩვენებელია,“ – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა მზადაა, ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს დანაშაულის დონის შემცირებაში დაეხმაროს.

„ჩიკაგოსა და ნიუ იორკში დანაშაულის დონე ძალიან გაზრდილია. ჩიკაგოში 67 ადამიანი დაიჭრა და 13 გარდაიცვალა. გახშირდა სროლები ნიუ იორკში, სადაც მოსახლეობა მერისა და გუბერნატორ კუომოსგან დროულ ქმედებებს ითხოვს. ფედერალურ მთავრობას სურს, მზად არის და შესწევს უნარი დაეხმაროს, თუ სთხოვენ“, – წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, პოლიციისთვის დაფინანსების შემცირება ანტირასისტული პროტესტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც აშშ-ში მაისის ბოლოს, ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება