Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“თეატრალურის კვარტეტი”: ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ძვირფასი მომენტების გასაზიარებლად – ფეხბედნიერი იყოს 2025 წელი საქართველოსთვის!

marshal press 26/12/2024
teatraluris

“თეატრალურის კვარტეტი” საახალწლო ღონისძიებების განრიგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი მზად არიან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ასევე, კვარტეტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
“საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ შობის დღესასწაულს!
გვიახლოვდება ახალი წელი და გვინდა ბედნიერი წელიწადი გისურვოთ სრულიად საქართველოს – ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატება იყოს თქვენი წლის მეგზური!

აქვე, მთელი გულით ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ილია მეორეს – დაე, მრავალჟამიერ იყოს მისი სიცოცხლე!

ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო საქართველოს რეგიონებში. ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ერთად ძვირფასი ადამიანური მომენტების გასაზიარებლად.

21.12.2024 – ბოლნისი 25.12.2024 – ვანი 26.12.2024 – ჩოხატაური 29.12.2024 – თეთრიწყარო 30.12.2024 – დედოფლისწყარო

ფეხბედნიერი იყოს ახალი 2025 წელი სრულიად საქართველოსთვის!” – წერს “თეატრალურის კვარტეტი”.

Post navigation

Previous:  ახალ წელს, მე აუცილებლად ვუმღერებ ჩემს სამშობლოს – თემურ თათარაშვილი
Next: ცოტნე ანანიძე: სალომეს მხრიდან პარლამენტის შესაძლო დათხოვნის მოსაზრებაზე – ოპოზიციის არაკონსტიუციური მოქმედებით, გადატრიალების ფუჭი მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.