Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ოთხ დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირება

marshal press 25/12/2024
eka sepashvili

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჯერჯერობით დეიურე საქართველოს პრეზიდენტია ცდილობს, რომ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგეს და გარედან მიღებული დავალებები შეასრულოს. ერთ-ერთი დავალება, რაც მას აქვს ძალიან მრავალრიცხოვანი და ჭრელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა. თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და ვერ გააერთიანა. ყველას აქვს ოპოზიციურ სპექტრში თავისი მისწრაფება, თავისი ამბიცია, ყველას უნდა რომ ლიდერი იყო და ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. 4 დღეში, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას დეიურე ეს იარაღი გამოეცლება ხელიდან, ოპოზიციაში ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, დაპირისპირებული ოპოზიციიდან სხვადასხვა სცენარს შესთავაზებენ საზოგადოებას თუმცა არც ერთი მათგანი იმუშავებს.

„ისინი რაიმე ღირებულს ვერ შესთავაზებენ საზოგადოებას. ერთადერთი რის გარშემო ისინი ერთიანდებიან ეს არის რომ ხელისუფლება შეცვალონ ძალისმიერი მეთოდებით. ამას ისინი ვერ ახერხებენ. ამას ყველაფერს სჭირდება ხალხი, რომელსაც არ სჯერა ხელისუფლების. თუმცა არჩევნებმა დაგვანახა, რომ ხალხს სჯერა ხელისუფლების, რომელიც აირჩია და მისცა მანდატი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, პროტესტი, რომელიც აქვთ არ არის გულწრფელი, ეს არის კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული აქცია და მას პატრიოტიზმთან არაფერი აკავშირებს. ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალებმა ვერაფრით ვერ დაადასტურეს, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ სიცრუეზე პასუხი იყო ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელმაც საფუძველი გამოაცალა ოპოზიციის სპეკულაციებს.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, რადიკალების მიზანი ყველასთვის ნათელია და ეს მაკკეინის ინსტიტუტმაც დაწერა, რომ მათ სჭირდებათ მსხვერპლი.

„ხელისუფლების ძალისმიერი გადატრიალების გზა, მათი მომხრეებისთვისაც კი არის მიუღებელი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია: დესტრუქციულ ოპოზიციას მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო და თავისი ლობისტები მოსწონს, თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს
Next: ირაკლი კირცხალია: იმ დადგმულ პერფორმანსებს, რასაც ვხედავთ ბოლო კვირების განმავლობაში, რაც ანონსდება ყველამ კარგად ვიცით, რომ არის იმ სცენარის გაიდლაინების მიხედვით, რომელიც აქ არის ჩამოსული როგორც წინასაარჩევნოდ, ისე პოსტსაარჩევნოდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.