Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები „ქართული ოცნების“ მილიონნახევარ ამომრჩეველს არ იმჩნევენ, თითქოს არც არსებობენ, ამ დროს, ჩვენ ვარსებობთ

marshal press 25/12/2024
david kartvelishvili

„რადიკალები ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ მილიონნახევარ ამომრჩეველს, თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამ რაოდენობის ამომრჩეველს არც ისინი და არც მათი საერთაშორისო აგენტოკრატი პატრონები უბრალოდ არ იმჩნევენ, თითქოს არ არსებობენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი ასი და ორასი ათასი ადამიანი არ დგას ოპოზიციის აქციებზე, არამედ, ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარშს უერთდებიან და ხან – ბაბუების.
„ამ დროს, ჩვენ, [„ქართული ოცნების“ მილიონნახევარი ამომრჩეველი], ვარსებობთ და რადიკალებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა და თვითცენზურა გვაქვს. რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო მოწოდება საპირისპირო მარშებსა თუ კონტრაქციებთან დაკავშირებით, გვესმოდა რომ ეს ყველაფერი მათ ინტერესებში შედიოდა, რადგან ცდილობდნენ, საზოგადოება როგორმე გამოეწვიათ და როგორმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიეყვანათ სიტუაცია. სიტუაცია კი არ არის ისეთი მწვავე, როგორსაც მას საერთაშორისო არენაზე ხატავენ. არანაირი ასი და ორასი ათასი ადამიანი არ დგას აქციებზე, ისინი არიან ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც ხან ბებიების მარშს უერთდებიან და ხან – ბაბუების“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

Post navigation

Previous: ილონ მასკი აზიარებს ამერიკელი სენატორის მაიკ ლის ტვიტს, რომელიც აშშ-ს დეოლიგარქიზაციას უსურვებს
Next: მიშო ჯავახიშვილი: სიმღერით მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის, არასდროს დაყოფა და სიძულვილი, არასდროს უკან დახევა და შიში – ეს საქმე ეროვნულია, რაც ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ამტკიცებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.