Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას პოლიტიკური ბალადა უნდოდა შეექმნა ამ მოვლენებით და პოლიტიკური სატირა გამოუვიდათ

marshal press 25/12/2024
tamar chiburdanidze

ოპოზიციის იდეებზე კომენტარების კეთებაც კი აღარ შეიძლება, იმდენად კომიკური და აბსურდულია, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას პოლიტიკური ბალადის შექმნა სურდა, თუმცა პოლიტიკური სატირა შექმნეს.

„ოპოზიციის იდეებზე კომენტარების კეთებაც კი აღარ შეიძლება, იმდენად კომიკური და აბსურდულია. რა დააშავა ამ ქვეყანამ ასეთი, რომ ნორმალურ ოპოზიციას ვერ ეღირსა? რადგან ამ რეალობის წინაშე ვართ, მივყვეთ მათ გეგმებს.

შიდადაპირისპირების, კრიტიკის და ურთიერთბრალდებების ფონზე ჯერ კიდევ ახერხებენ ფასადურ ერთობას, რადგან ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთიდან და ერთი მიზნისთვის იმართებიან – სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

მართალია, ჯერჯერობით არც გადატრიალება ჩანს და არც რევოლუცია, თუმცა, გადაუტრიალებელ სახელმწიფოში უკვე დღე-დღეზე ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციური „საბჭო” შემოგვთავაზა, რომელმაც თურმე უნდა მართოს ქვეყანა, ანუ, საქართველოში ორხელისუფლებიანობისთვის ემზადებიან, თუმცა, არ სცოდნიათ რა არის ორხელისუფლებიანობა.

ეს სცენარი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან დაწყებული, ბევრგან გვაქვს ნანახი და ყველგან ლიბერალ-სოციალისტების თაოსნობით, მაგრამ ის თუ იცის ჩვენმა ოპოზიციამ, რომ ჯერ რევოლუცია უნდა მოაწყონ ნაწილობრივ მაინც, წაართვან რამდენიმე ინსტიტუტი, შეიტანონ განხეთქილება ძალოვნებში და ხალხის უდიდესი ნაწილი გადაიბირონ?

საინტერესოა, ზურაბიშვილი საკუთარი „საბჭოს” გადაწყვეტილებებს რომელ ბეჭედს დაუსვამს და შემდეგ ვინ აღასრულებს მის ბრძანებებს, ან რა ფინანსებით? თუკი ბრძანება ვერ გაეცი და მას აღსრულება არ მოჰყვა გადაბირებულ ინსტიტუტებში მაინც, მაშინ ეს ორხელისუფლებიანობა კი არა, მხოლოდ საკუთარი თავის ხელისუფლებიანობაა, რაც ისედაც აქვთ. რაც შეეხება უცხოურ მხარდაჭერას, მათი მცდელობაც ფუჭია, რადგან ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს ხელისუფლებას და არა უცხოეთი.

ოპოზიციას პოლიტიკური ბალადა უნდოდა შეექმნა ამ მოვლენებით და პოლიტიკური სატირა გამოუვიდათ. უმჯობესია დაფიქრდნენ ამაზე, სანამ ეს სატირაც მათსავე ტრაგიზმში გადაზრდიათ,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: არსებული ინფორმაციით, ლელა წურწუმიამ „მთავარი არხი“ დატოვა
Next: გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ძალიან მალე იქნება ადგილობრივი არჩევნები და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოების უდიდეს ნაწილში პოლიტიკური მხარდაჭერა, ამიტომ ეჩქარებათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.