Skip to content
08/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არ არსებობს ფაქტი, რომ პოლიციას დაეწყოს მოქმედება მშვიდობიანი აქციის დროს

marshal press 25/12/2024
guram macharashvili

მაშინ როდესაც ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, არ არსებობს ფაქტი, რომ პოლიციას დაეწყო მოქმედება მშვიდობიანი აქციის დროს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა Human Rights Watch-ის ანგარიშის შეფასებისას.

„მინიმუმ ოთხი-ხუთი ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა, თუ როგორ ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა, პიროტექნიკის სროლა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, შტურმი პარლამენტზე და ეს ყველა შემთხვევაში დამწყები რადიკალური ოპოზიციის ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. ფაქტი არ არსებობს, რომ პოლიციას დაეწყო ზოგადად მოქმედება, თუკი არის მშვიდობიანი აქცია და როდესაც ძალადობრივი აქცია იწყებს თავდასხმას პოლიციაზე, ყველა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის იმ პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაიწერა სწორედ მაშინ, როდესაც სქართველომ უარი ვუთხარით მეორე ფრონტის გახსნაზე უცხოურ ძალას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: ნინო წილოსანი: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა. მისი აქტივიზმი აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.