Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ

marshal press 25/12/2024
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დროის მონაცემებით, კუთვნილი საცხოვრებელი ფართით უკვე 2 500-მდე პირია დაკმაყოფილებული.

„ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას დედაქალაქში წარმოადგენდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საკითხი. ეს ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომლის მოგვარება ვერავინ მოახერხა. ჩვენ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებდით. საუბარია 3 500-მდე ადამიანზე. ამ მიზნით მართლაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 500-მდე პირი დავაკმაყოფილეთ. ზოგიერთ მათგანს უკვე გადაცემული აქვთ ბინები, ზოგიერთის ბინა კი მშენებლობის პროცესშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს მუნიციპალიტეტისთვის, იაქტიურონ და მიაწოდონ მერიას შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რათა აღნიშნული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას”, ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს“, რომელსაც ახლა ქმნიან, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება – მათი ევროპულობა ფასადია და მეტი არაფერი
Next: ლევან მაჭავარიანი: რადიკალების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქციაში მონაწილე საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, გაიდლაინებისა და ტრენინგების მიხედვით მოქმედებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.