Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

დავით სონღულაშვილი და თორნიკე რიჟვაძე აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას გაეცნენ

marshal press 25/12/2024
achara

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ, ზაზა შავაძესთან ერთად, ციტრუსის მოსავლის აღება – დაბინავების პროცესს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„აჭარაში აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის დაბინავების პროცესი, რომელსაც ადგილზე გავეცანი. ამ ეტაპზე, 28 000 ტონაზე მეტი ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია სხვადასხვა ბაზარზე. კოორდინირებული მუშაობით მოსავალი სრულად იქნება დაბინავებული. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა ფერმერების მხარდასაჭერად არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტის როგორც წარმოებას, ასევე გადამუშავებას უწყობს ხელს. ვიმყოფებოდით გადამმუშავებელ საწარმოშიც, რომელიც ახლახან გაიხსნა. მსგავსი საწარმოს ფუნქციონირება რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მხრიდან ფერმერების და მეწარმეების მაქსიმალური მხარდაჭერა გაგრძელდება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სახელმწიფო სუბსიდია სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინზე გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ-ზე 35 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 40 თეთრია, საიდანაც ფერმერებს 5 თეთრს საწარმო უხდის.

ხელისუფლების წარმომადგენლები ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში „შპს იბერია ორბის ციტრუსს“ იმყოფებოდნენ, სადაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმო 24 საათის განმავლობაში 120 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღება-დახარისხებას და პარაფინირებას ახორციელებს. მიმდინარე წელს, საწარმო 1000 ტონამდე სტანდარტული ციტრუსის მიღებას და ექსპორტირებას, ასევე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას გეგმავს. გადამმუშავებელ საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ევროსტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.

დავით სონღულაშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ქარხანაც შპს „Georgian industrial Asset Management Group“ დაათვალიერეს, რომელმაც ნედლეულის მიღება 30 ნოემბერს დაიწყო.

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს. შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს.

აჭარაში საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ორი გადამმუშავებელი ქარხანა შეუფერხებლად იბარებს.

დღეის მდგომარეობით, 28 ათას ტონამდე მანდარინის ექსპორტი უკვე განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; გადამუშავდა 5 400 ტონა არასტანდარტული ნაყოფი, რისთვისაც 1.9 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიხეილ ყაველაშვილს: პატივცემულო არჩეული პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას
Next: ზაალ ანჯაფარიძე: ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. „ქართულ ქარტიას”, ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. „საბჭოს“, რომელსაც ახლა ქმნიან, ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება – მათი ევროპულობა ფასადია და მეტი არაფერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.