Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

marshal press 25/12/2024
tyemaladze

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.

როგორც გიორგი ტყემალაძე აცხადებს, უკვე 47 წელია უწმინდესი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლობს და მისი ღვაწლი ეკლესიის, ქვეყნის და ხალხის წინაშე ფასდაუდებელია.

„25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. იგი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მრავალი წელია თითოეული ქართველისთვის თავმდაბლობის, მოთმინების, სულგრძელობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითად იქცა. ვულოცავ მის უწმინდესობას დღევანდელ დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ,”- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ეს კრებსითი გირჩი ჯაფარიძეები საზოგადოებას განცდას უქმნიან, რომ თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას და ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან, ხელისუფლებასთან თუ ა.შ. – ყველასთან მართლები არიან
Next: გურამ მაჭარაშვილი: რატომ უნდა დავუჯეროთ Human Right Watch -ს, როცა ოპოზიციისათვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაცია ეუთო/ოდირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.