Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა

marshal press 24/12/2024
zaal anjaparidze

დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, IRI-მ ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა.

“რომ შეხვიდეთ IRI(საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) ვებგვერდზე ნახავთ, თუ როგორ ტრაბახობს 50 ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვებით, არჩევნების “სწორად” ჩატარებაში დახმარებით და ა.შ. ანუ, IRI რომ იტყვიან “ეტენება” ქვეყნებს, ისინიც “იტენიან.” სამწუხაროდ, ჩვენც ასე შევიტენეთ ბევრი წლის წინ ეს ორგანიზაცია და ისიც ფეხიდან თავზე აგვაცოცდა, და მეტს და მეტს ბედავს. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა. მას მყისიერად ბანი მისცეს. ვინ? რა თქმა უნდა ბალტიელმა მინისტრებმა. დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში.

სინამდვილეში, IRI-ს ეს ოპუსი, ისე როგორც მისი რეალობას შეგნებულად აცდენილი გამოკითხვები, ხანდახან თუ გაგვახსენებენ თავს როგორც სიყალბის კარგი ნიმუში.

ისე ხომ არ დადგა დრო IRI-ს შევახსენოთ რომ აქედან მისი წასვლაც შეიძლება უზრუნველვყოთ, ისევე როგორც თავის დროზე მოსვლა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი
Next: მარიამ ლაშხი: სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრეზიდენტად დარჩენაზე, მიუხედავად იმისა სად იქნება, მიუთითებს მხოლოდ დესტრუქციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025