Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ბოიკოტზე: მათ არ უხარიათ ქალაქის წარმატება, ეს არის მათი დღის წესრიგი, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტში, არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობენ

marshal press 24/12/2024
giorgi tyemaladze

მათ არ უხარიათ ქალაქის წარმატება, ეს არის მათი დღის წესრიგი, ისინი არიან მუდმივად ბოიკოტში, არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობენ, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

ის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს გამოეხმარა, რომლებიც დღეს თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვას და კენჭისყრას არ დაესწრნენ.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ეს არის მათი დღის წესრიგი. მისივე თქმით, რადიკალები მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ არჩევნების გაყალბებაზე, რაც მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა.

„არჩევნების შედეგებამდე აბსოლუტურად მთელი ოპოზიცია იძახდა, რომ ამგვარი უპრეცედენტო ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რითაც ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ეს იყო უპრეცედენტო, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის და შეუძლებელი იყო ამ პროცესში რაიმე გაყალბება.

როგორც კი მათ არ მოეწონათ შედეგი დაიწყო აპელირება, რომ არჩევნები გაყალბდა. გამოვიდა ეუთო/ოდირი, გააკეთა ოფიციალური დასკვნა და რეკომენდაციები, სადაც ცალსახად არის ასახული ის, რომ არჩევნები შედგა, არჩევნები შედგა კონკურენტუნარიან გარემოში და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ განეხორციელებინა თავის არჩევანი მისი ნების შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

Continue Reading

Previous: მარიამ ლაშხი: ეუთო/ოდირის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში
Next: გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025