ხელვაჩაურის ბიუჯეტის ხარჯები 454 ათას 1014 ლარით იზრდება

133
წაკითხვა/ნახვა
mpn

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დასამტკიცებლად 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები იყო წარდგენილი.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები 454ათას 1014 ლარით იზრდება, გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება, მათ შორის

500 000 ლარი ორი სოციალური სახლის მშენებლობისათვის დაიხარჯება. მოეწყობა ფერდამცავი კედლები სტიქიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებთან, სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის 350 000 ლარი გამოიყო, სოფელ ომბოლოში ჭაბურღილის რეზერვუარისა და მაგისტრალის მოსაწყობად კი 253 661 დაიხარჯება.

სოციალური პროგრამების ბიუჯეტი დამატებით 8 000 ლარით გაიზარდა.

mpn
მოწონება