Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ილონ მასკი: ვინ ხელმძღვანელობდა (და ჯერ კიდევ ერთი თვით ხელმძღვანელობს) თეთრ სახლს რეალურად?

marshal press 24/12/2024
jo baideni

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში აზიარებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-ს ჩრდილოვანი მთავრობა მართავს.

ინფორმაციის თანახმად, ბაიდენის პრეზიდენტობას ძირითადად მარიონეტები მართავენ, კაბინეტის წევრები იშვიათად იღებენ პირდაპირ წვდომას ბაიდენთან. სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენიც კი, რომელიც კაბინეტში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს, დისტანციაზე იყო და შუამავლების მეშვეობით უწევდა კომუნიკაცია მასთან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ბრიფინგებს სულ უფრო იშვიათად მართავდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში და ღაზის სექტორში ომი მძვინვარებდა.

კაბინეტის წევრებმა საერთოდ შეწყვიტეს პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნა, რადგან იცოდნენ, რომ ასეთი მოთხოვნები უარყოფილი იქნებოდა. ბაიდენის გუნდმა შექმნა გაუვალი ბარიერი, რომლებიც გასცემდნენ ზემოდან ქვევით დირექტივებს პრეზიდენტის მცირე ჩართულობით.

„თვალთმაქცობა შემაძრწუნებელია – ვაშინგტონს ურჩევნია არარჩეული თანამშრომლები ფარულად მართავდნენ აღმასრულებელ შტოს, ვიდრე გაუმკლავდეს საჯარო კრიტიკას მისი გადაჭარბებული ხარჯების გამო. გზავნილი ნათელია: ისტებლიშმენტი იცავს საკუთარ თავს, ხოლო ებრძვის მათ, ვინც გაბედავს სიმართლის წარმოჩენას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Continue Reading

Previous: „მთავრობანას“ თამაშობენ ერთმანეთში – კახა კალაძე პრეზიდენტზე და ოპოზიციაზე
Next: თინათინ ნიბლოშვილი: ჩვენ მუდმივი ნეგატივის პირობებში ვახერხებდით განგვევითარებინა ჩვენი ქალაქი და დღეს თბილისი ნამდვილად ევროპული დედაქალაქია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025