IMG.GE IMG.GE

ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი მომზადებულია საკმაოდ სკულპულოზურად და საკმაოდ კარგად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ყველა რეკომენდაციის დაცვა მოხდება, აბიტურიენტებს არავითარი საფრთხე არ ელით და ინფექციის გავრცელების რისკი მინიმალურია.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი მომზადებულია საკმაოდ სკულპულოზურად და საკმაოდ კარგად. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ამ მომზადების პროცესში ორი თვე მუშაობდა. იქ ყველა დეტალი გაწერილია, ამიტომ არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ, მინიმალურზე მინიმალურია ინფექციის გავრცელების რისკი. ყველა იმ რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც წერია,​ თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება იქ, სადაც აუცილებელია, წინასწარ „პისიარი“, ვისაც ექიმი დაუნიშნავს, კიდევ მრავალი სხვა, მათ შორის კონდიციონერის ჩართვა იმ დროებში, როცა ეს რეკომენდირებულია, დარწმუნებული იყავით, რომ არავითარი გართულება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი გათვლილია და მომზადებულია ძალიან კარგად“-განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება.  ჯანდაცვის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE