ბავშვი ამბობს, რომ როცა ძალადობდა ეუბნებოდა, თუ რამეს იტყვი, აქ დაგმარხავ, დედას მოგიკლავ, მამას მოგიკლავ, ძმას მოგიკლავ – 8 წლის გოგონას ოჯახის წევრების კომენტარი

499
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

8 წლის გოგონას  ოჯახის წევრები “კურიერთან” საუბრისას ამბობენ, რომ მამა-შვილი მათ სახლში სისტემატურად დადიოდა და ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

დადიოდა სულ ეს ბიჭი ჩვენს სახლში, ეს კაციც. ბავშვზე იძალადებდნენ, მოვიდოდნენ სახლში და სახლში საჭმელს ჭამდნენ, ყავას სვამდნენ.

ბავშვი ამბობს, რომ როცა ძალადობდა ეუბნებოდა, თუ რამეს იტყვი, აქ დაგმარხავ, დედას მოგიკლავ, მამას მოგიკლავ, ძმას მოგიკლავ… ექსპერტიზის დასკვნა დადებულია, ყველაფერი დადასტურებულია და ველოდები სასამართლოს. ვითხოვ, მოვითხოვ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ადამიანები უმკაცრესად დაისაჯონ, თუ სიკვდილით დასჯა არის, სიკვდილით დაისაჯონ,”-აცხადებს არასრულწლოვანის ოჯახის წევრი.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დაზიანებები ბავშვის სხეულზე დედამ შეამჩნია, შემდეგ კი 8 წლის გოგონამ დედას ყველაფერი უამბო.

აბაზანაში, დაბანისას შეამჩნია ბავშვს რაღაც, ტკივილები მაქვსო და მოუყვა მერე დედას რაც მოხდა. თითქმის 2 წელი ძალადობდნენ, აშინებდნენ ბავშვს დანის მუქარით, თოფის მუქარით და არ ამხელდა ესეც. ხდებოდა სახლში, ეზოში, ტყეში გაყავდა.

იმასაც 4 შვილი ჰყავს. ბოლოს რომ მოხდა, მარტო იმყოფებოდა ის კაცი სახლში, შეათრია ბავშვი სახლში და საშინელება. უნდა ამოიძირკვოს ეს ოჯახი სოფლიდან ძირფესვიანად,”-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება