Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო აქციების ძირითადი მიზანი, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა

marshal press 24/12/2024
kaxa kaladze

„რაც ბოლო დღეებში ხდებოდა ქვეყანაში, წინასწარ დაწერილი სცენარია, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“, – ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება სახელმწიფო შენობების პიკეტირების შესახებ მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო საპროტესტო აქციების ძირითადი მიზანი.

„რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, არის იმ დაწერილი სცენარის ნაწილი, რისი განხორციელებაც უნდოდათ. მათი სურვილი იყო, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა, რადგან სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში სისხლისღვრა, სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება მოაწყოს. საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის ხელშეწყობას ვერავინ შეძლებს.

სააკაშვილის გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, რა იყო ძირითადი მიზანი ამ გამოსვლებისა და აქციების. თავიდან ისე შეფუთეს, თითქოს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობამ უარი თქვა და დაიწყეს გამოსვლები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი. შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაიგეს, შეიძლება ჩვენ ვერ გადმოვეცით, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი მესიჯი გაჟღერდა ჩვენი მხრიდან, აიხსნა აღნიშნული თემა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს ვაკეთებთ. ეს იყო უბრალოდ შეფუთული. რეალურად არჩევნები წააგეს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ომს, ბოროტებას და ამაზე გაღიზიანებულებს – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სურვილი ჰქონდათ რევოლუციური გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე: ქართველი „კოჭლი იხვი“ ცდილობს იმას, რომ მათ შორის, პატრონების დავალება შეასრულოს და გამოუშვას ისეთი ადამიანები, რომლებიც რადიკალურ პროცესებში გამოადგებათ
Next: გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ასეთი მოწოდებების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომ იმ ზღვარზე არ გაიაროს, რომლის იქით უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.