Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

GB News: შობა გაუქმებულია? ლონდონში საშობაო ბაზრობის დახლების მფლობელებს უთხრეს, „არ გამოეყენებინათ სიტყვა შობა”

marshal press 24/12/2024
shoba

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში, ღონისძიებაზე – „ზამთარი ერთად“ გამართული ბაზრობის დახლების მეპატრონეებს, მოუწოდებენ, არ თქვან სიტყვა „შობა”. ამის შესახებ GB News-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟშია საუბარი. როგორც ღონისძიებაზე მყოფმა წამყვანმა, ბენ ლეომ აღნიშნა, ის დააკვირდა, რომ ქვეყნის მთავარ რელიგიურ დღესასწაულზე შეინიშნება ისეთი მითითებების ნაკლებობა, როგორიცაა შობა, იესო ან სხვა მსგავსი.

კითხვაზე, იყვნენ თუ არა ისინი „საშობაო ბაზრობაზე“ – ბაზრობაზე მყოფი მოვაჭრებიდან ერთ-ერთმა მტკიცედ უპასუხა: „ზამთრის ბაზრობაა“. ხოლო, კითხვაზე, რა განსხვავებაა, მან უპასუხა: „ეს რაღაც კავშირშია რელიგიასთან, ვერ იტყვიან – სიტყვა „შობას“.

GB News -ის ცნობით, ერთი შეხედვით უწყინარი სადღესასწაულო ტრადიციებიც კი შეიძლება გახდეს დაძაბულობის მიზეზი, გავრცელებული ფრაზები და კომპლიმენტები, რომლებიც ოდესღაც მისაღები იყო, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ინგლისის ეკლესიამ ცოტა ხნის წინ სასულიერო პირებს მოუწოდა შეცვალონ პოპულარული საშობაო სიმღერები, რათა თავიდან აიცილონ სხვა სარწმუნოების შეურაცხყოფა, რაც პოლემიკის საგანი ხდება.

Continue Reading

Previous: ნინი ვარდოსანიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისმის ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია. იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს
Next: სალომე ზურაბიშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტის პროცესში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის გასამართლებული ირაკლი გვაზავა შეიწყალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025