Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

New York Post: გეი წყვილს, რომელსაც იდეალურ ოჯახად მოჰქონდა თავი, 100-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ნაშვილები ვაჟების გაუპატიურებისთვის

marshal press 24/12/2024
gei

გეი წყვილს ჯორჯიის შტატიდან, რომელიც მათი ორი ნაშვილები ვაჟის სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს, სიცოცხლის ბოლომდე გისოსებს მიღმა გატარება მოუწევს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

უოლტონის ოლქის პროკურატურის ცნობით, 34 და 36 წლის უილიამ და ზაქარი ზულოკებს გასულ კვირას 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

„ამ ორმა ბრალდებულმა ნამდვილად შექმნა საშინელებათა სახლი და თავიანთი უკიდურესად ბნელი სურვილები ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დააყენა”, – განაცხადა რაიონულმა პროკურორმა რენდი მაკგინლიმ.

New York Post-ის ცნობით, პროკურორი ასევე მიიჩნევს, რომ „ბრალდებულთა გარყვნილების სიმძაფრე” იმდენად ღრმაა, მათ სასჯელი დამსახურებულად მიიღეს.

რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლ ძმებს, რომლებიც ახლა 12 და 10 წლის არიან, ზულოკების ოჯახმა ისინი სპეციალური საჭიროების ქრისტიანული სააგენტოდან იშვილა.

Post navigation

Previous: ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ჩვენი მიზანი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოყენების, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას – კახა კალაძე
Next: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.