Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიმდინარე წელს ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა

marshal press 24/12/2024
davit kvinikadze

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 213 ძირი ხე-მცენარე დაირგო – სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სპორტული მოედნები განახლდა, ერთზე კი – ახალი სტადიონი მოეწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.

უსაფრთხოების მიზნით, 2024 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 3 მისამართზე მოეწყო. 8 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. 4 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 203 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 78 ლიფტი. მათ შორის, 16 მისამართზე ამორტიზებული კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა. დაზიანებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები 70 მისამართზე განახლდა. 12 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 22 მისამართზე კარები გამოიცვალა. ასევე, მიმდინარე წელს წყალარინების 19 ქსელი განახლდა.

გარდა ამისა, 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამების ფარგლებში, დახმარება 8 035 ადამიანს გაეწია.
ამასთან, ოთხი სპორტული ტურნირი, ოთხი საბავშვო და კულტურული ღონისძიება დაფინანსდა.

პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრი ზუკა რურუა, თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: თბილისის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო
Next: ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება – კახა კალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025