ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ამოცანა პანდემიასთან ბრძოლა, მისი დასრულებაა

125
წაკითხვა/ნახვა
mpn

დღეს ჩვენი ჯანდაცვის სექტორის ამოცანა პანდემიასთან ბრძოლა, მისი დასრულებაა. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიან რეფორმებზე და პროექტებზე მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალური პოლიტიკის მიზნებია სოციალური კოდექსის შემუშავება და მის ფარგლებში სოციალური, ჯანმრთელობის და სადაზღვევო რეფორმის გატარება.

„ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს: ხარისხიან ჯანდაცვაზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი მოქალაქეებისთვის; პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება; ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა; არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის განახევრება; ტუბერკულოზის და შიდსის ახალი შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება. ასევე, 10 წლიან პერსპექტივაში, ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები 47-დან 30%-მდე უნდა შემცირდეს. სოციალური პოლიტიკის მიზნებია სოციალური კოდექსის შემუშავება და მის ფარგლებში სოციალური, ჯანმრთელობის და სადაზღვევო რეფორმის გატარება“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები
mpn
მოწონება