Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ამერიკის ელჩი და მისი მოადგილე გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მათ სიამოვნებით შეცვლიან

marshal press 23/12/2024
david

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის საელჩოს მიერ Facebook-ში ხშირად გამოქვეყნებულ ქარდებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ქარდები საელჩოს მიერ აღარ ქვეყნდება.

 

მისივე თქმით, ქარდების გამოქვეყნება მას შემდეგ შეწყდა, რაც ელჩისთვის და მისი მოადგილისთვის მკაფიოდ გახდა ცნობილი დონალდ ტრამპის გზავნილები.

 

„ყველას გვახსოვს დეკემბრის დასაწყისში Facebook-ში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდები, რომელიც 10 დეკემბრის შემდეგ გაქრა და აღარ ქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ საელჩომ Facebook -ის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსიაც კი გამოაცხადა.

ელჩ რობინ დანიგანს და მის მოადგილეს, რომელიც ფერადი რევოლუციების სპეციალისტია რასაკვირველია აქვთ ინფორმაციები თუ რას აპირებს დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ და რა არის მისი გზავნილები. აინტერესებთ რჩებიან თუ არა უმუშევრები. ისინი ან გაიკეთებენ ახალ თხილამურებს და ახალ ტრასებზე გავლენ ან მიიღებენ მოტეხილობას და დიდი სიამოვნებით შეცვლიან მათ,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Continue Reading

Previous: მთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ
Next: ვიღაცებს ჰგონიათ, შემაშინებენ, მაგრამ 29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025