Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე ენდრიუ პიკის კანდიდატურას განიხილავს

marshal press 23/12/2024
ენდრიუ პიკი

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე ენდრიუ პიკის კანდიდატურას განიხილავს. ენდრიუ პიკი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლად წარდგენილი მაიკ უოლცის თანაშემწეა. თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ენდრიუ პიკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომის შემუშავებაში რუსეთის, უკრაინის ომისა და ნატო-ს მიმართ.

შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი, ენდრიუ პიკი მსახურობდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპული საკითხების მიმართულებით, ვიდრე უსაფრთხოების საკითხების გამოძიების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ.

მანამდე, ენდრიუ პიკი ასევე იყო ორი ამერიკელი სენატორის მრჩეველი საგარეო საკითხებში, რომელთა საქმიანობა ფოკუსირებული იყო ირანზე, სირიაზე, ლიბანზე, ერაყზე, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაზე.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და ევრაზიის საკითხებში დირექტორის თანამდებობას ბაიდენის ადმინისტრაციაში მაიკლ კარპენტერი იკავებს.

Post navigation

Previous: ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება
Next: მთავრობის ადმინისტრაცია – პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.