Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

marshal press 23/12/2024
აა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე „ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა“ განიხილეს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული და მომდევნო წლის თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აზიის განვითარების ბანკთან ძალიან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე.

Post navigation

Previous: ლევან დავითაშვილი: ბიზნესი და, ზოგადად, ეკონომიკური პროცესები მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ… მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს
Next: ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.