Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას და კანონს

marshal press 23/12/2024
eka sepashvili

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნის მოთხოვნაზე კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით სხვა სამყაროში მცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სერიოზულად არავინ აღიქვამს, რადგან ის არ ემსახურება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი ხალხის ნებას.

 

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩავნიშნოთ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე, მაფიქრებინებს იმას, რომ ქალბატონი სალომე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ და არ მოქმედებს კონსტიტუცია. ასე რომ, მისი ეს განცხადება, არ მგონია, ვინმემ სერიოზულად მიიღოს. მას ალბათ მიღებული აქვს გარედან ძალიან მკაცრი დავალება ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები და ყველანაირად ცდილობს ამ მიმართულებით წარმართოს პროცესები.

თუმცა, რა თქმა უნდა, მას არაფერი გამოუვა – ამაში სრულად ვარ დარწმუნებული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას, არღვევს კანონს და ურჩევნია საკუთარი ქვეყნის ინტერესების და საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტისადმი გაკეთებულ მოწოდებაზე: ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა
Next: ნინო წილოსანი: მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს “სოროსის” ფონდი აორგანიზებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.