Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ვაკეში გაჩენილი ხანძრის ქრობის დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

მარშალ პრესი 22/12/2024
xandzari vakeshi

21 დეკემბერს, ვაკეში, ხანძრის დროს კედელი ჩამოინგრა, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Post navigation

Previous: მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ გაიმეორონ ზუსტად 33 წლის წინანდელი ამბები. მაშინაც 22 დეკემბერს დაიწყეს. რითაც საქართველო ნაწილობრივ დაქცევა-დაშლამდე მიიყვანეს
Next: ევროკავშირი მხოლოდ ფასადად სჭირდებათ რომ კვლავ გამეფდნენ საქართველოში, როგორც მიშას “დემოკრატიის შუქურად” შეფუთულ აზიატურ სახანოში იყვნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.